ზურაბ გამეზარდაშვილმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა მესაზღვრის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მადლობის სიგელები და სხვადასხვა ჯილდო გადასცა. მინისტრის მოადგილემ მესაზღვრეებს სამსახურებრივ საქმიანობაში წარმატება და საქართველოს გაძლიერება უსურვა.