“ის ხალხი, ვინც იწერდა და ისინი, რომლებიც ჩაიწერეს, ერთად იდგნენ ამ აქციაზე და ხელისუფლებისკენ იშვერდნენ თითს”

კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში გამართულ აქციაზე ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ის ხალხი, ვინც იწერდა და ის ხალხი, რომელიც ჩაწერილია, ერთად იდგნენ აქციაზე და ჩაწერილებიც და ჩამწერებიც ხელისუფლებისკენ იშვერდნენ თითს და აღშფოთებული სახით გვიმტკიცებდნენ, რომ ეს არის ხელისუფლების ბრალი“,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა გიგა ბუკიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კანცელარიის წინ გამართული აქციის – „ეს შენ გეხება“ შეფასებისას გააკეთა.
მისი თქმით,ხელისუფლება ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არაფერ შუაშია, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომელი ხელისუფლების პირობებში ხდებოდა ფარულად გადაღება.
„ხელისუფლება ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არაფერ შუაშია, ყველასთვის ცნობილია, რომელ წლებში და რომელი ხელისუფლების პირობებში ხდებოდა ამის გადაღება. რაც შეეხება გავრცელებას, თანამედროვე ტექნოლოგიურ პირობებში თუ ვინმე იმას იტყვის, რომ ხელისუფლებას ძალუძს, მთელ მსოფლიოში აკონტროლოს ინტერნეტსივრცე და ოპერატიულად დააკავოს მსგავს დანაშაულში ბრალდებულები, მე მათ კვალიფიკაციაში ეჭვი შემეპარება. მე არ მგონია, ვიღაცას აინტერესებდეს ვიღაცის პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერები, მათი ღალატის და გარყვნილების ყურება საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს. რაც შეეხება სექსუალური ცხოვრების სიმდიდრეს, ვის როგორი მდიდარი სექსუალური ცხოვრება აქვს, თავისთვის დაიტოვოს, ამის აფიშირება არ მგონია, სწორი იყოს“,- განაცხადა გიგა ბუკიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები