რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში „ზიკას“ ვირუსის გადამტან კოღოებს ანადგურებს
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური – „როსპოტრებნადზორი“ აფხაზ კოლეგებს „ზიკას“ ვირუსის განადგურებაში ეხმარება. ამის შესახებ „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადა. მისი თქმით, რუსეთში ამ დაავადების გადამტანი კოღოები შავი ზღვის სანაპიროზე ბინადრობენ. პოპოვას ინფორმაციით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ტერიტორიის დამუშავება სოჭში, სადაც გადამტანი კოღოს გამრავლება შეიძლება მოხდეს. „ზიკას“ ციებ-ცხელება – მძიმე ინფექციური დაავადებაა, რომელიც მწერებით გადაცემა. ის განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალებისთვის, ვინაიდან ახალშობილის მიკროცეფალიას იწვევს.