პაატა ზაქარეიშვილი ეთნიკურად აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს ნოვრუზ-ბაირამს ულოცავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ეთნიკურად აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს ნოვრუზ-ბაირამს ულოცავს.
“გულითადად გილოცავთ ნოვრუზ-ბაირამს, ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. გისურვებთ, რომ ნოვრუზ- ბაირამი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის ბედნიერების, მშვიდობისა და წარმატებების მომტანი. ჩვენი ქვეყნის ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნება მისი უმთავრესი სიმდიდრეა, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ მას, სწორედ ეს მრავალფეროვნება გვაძლიერებს და გვაერთიანებს”, – აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები