“მე რომ მყავდეს პრაღაში ჩემი წარმომადგენელი, სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა გრიგორი კარასინამდე”

მე რომ მყავდეს პრაღაში ჩემი წარმომადგენელი, სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა გრიგორი კარასინამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ პრაღის ფორმატი გადასახედია, დაზუსტებას საჭიროებს.
“გრიგორი კარასინს პასუხი უნდა გასცეს ზურაბ აბაშიძემ. გრიგორი კარასინის ვიზავი პრაღის ფორმატში არის ზურაბ აბაშიძე. როგორც მოვისმინეთ, კარასინის განცხადებებზე პასუხი არ გაცემულა. აბაშიძემ თავისი განცხადებით ჭკუა დაგვარიგა ქართულ მხარეს, რომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ. არ მგონია, რომ მე პოლემიკაში უნდა შევიდე კარასინთან. მე მგონია, რომ პრაღის ფორმატი დასაზუსტებელია – როგორც ვიცით, ის არის ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე სასაუბრო ფორმატი, ხოლო ისეთი ტიპის განცხადებებს, როგორიც კარასინმა გააკეთა, უნდა ჰყავდეს ადეკვატური პასუხის გამცემი პრაღის ფორმატშივე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები