სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი ლოკალიზებულია

სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო მანქანაა მობილიზებული.
სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ხანძრის სრული ლიკვიდირება რამდენიმე საათში მოხდება.
„მეხანძრეებმა შეძლეს ცეცხლის ამ ეტაპისთვის ლოკალიზება. ამ წუთებში მიმდინარეობს ხანძრის კერების გაქრობა, მეხანძრე-მაშველებს რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, მაგრამ თავს ართმევენ. საბედნიეროდ, დაზარალებული არცერთ მოქალაქე არ არის. რამდენიმე საათში ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებული იქნება“, – განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა ზვიად ქაწაშვილმა.
დაკვამლიანება ტაძარში დღის პირველ საათზე, პატრიარქი საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები