პრემიერ-მინისტრმა ქართველ მორაგბეებს გამარჯვება მიულოცა

„ბორჯღალოსნებს” დღეს მოედანზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გულშემატკივრობდა. მეტი, ვიდრე სპორტი – ასე შეაფასა მატჩი გიორგი კვირიკაშვილმა და ქართველ მორაგბეებს, ნაკრების მწვრთნელსა და რაგბის გულშემატკივრებს გამარჯვება მიულოცა.
„ეს იყო მართლაც გმირული თავგანწირვა, რომელმაც ძალიან დიდი წარმატება მოიტანა. მინდა, მივულოცო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, სპორტსმენებს, მათ მწვრთნელს და მინდა, მადლობა გადავუხადო ამხელა გმირობისა და თავდადებისთვის. ეს მარტო სპორტი აღარ არის, ეს არის ეროვნული სულისკვეთების გამოხატულება და ძალიან ამაყი ვარ დღევანდელი დღით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ერთა თასის 2016 წლის გამარჯვებულია. 38:9 – ამ ანგარიშით დაამარცხეს „ბორჯღალოსნებმა” რუმინეთის ნაკრები. ქართველმა მორაგბეებმა, ევროპის ერთა თასთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასიც მოიპოვეს, რომელიც, ტრადიციულად, საქართველო-რუმინეთის ნაკრებთა დაპირისპირებაში თამაშდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები