ოქრუაშვილის სკანდალური განცხადება – „ორი სასულიერო პირი ჰყავდათ ჩაწერილი“

თავდაცვის და შს ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, წინა ხელისუფლების დროს ორი სასულიერო პირი ფარულად ჩაწერეს.
როგორც გორის საკრებულოს მრჩეველმა ტელეკომპანია „დიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ეს ინფორმაცია ახალაიებმა სააკაშვილს „ახარეს“
„მე რასაც შევესწარი, იყო ორი შემთხვევა – როდესაც ახალაიებმა დიდი სიხარულით ამცნეს სააკაშვილს, რომ ორი სასულიერო პირი ჰყავდათ ჩაწერილი ასე და ამ ყველაფერს შემოინახავდნენ მათთან საურთიერთობოდ. ეს არის ისეთი პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ ახალი მოსულები ვიყავით ხელისუფლებაში. ამის მერე, სანამ მე იმ ხელისუფლებაში ვიყავი, მსგავსი რაღაც აღარ გამიგია, იმიტომ, რომ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა და მაშინვე ვუთხარი სააკაშვილს, რომ ეს ყველაფერი იყო სიბინძურე“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ მიიღო სააკაშვილმა ახალაიას აღნიშნული ცნობა, ოქრუაშვილმა უპასუხა, რომ ყველაფრის სათავე იყო სააკაშვილი.
„ყველაფრის სათავე იყო სააკაშვილი, მისი გარყვნილი ბუნებიდან გამომდინარე. შეიძლება მას უშუალოდ რაღაც არ დაევალებინა ვინმესთვის, მაგრამ ნება დაერთო უთქმელად და ეს ყველაფერი საკმარისი იყო ვიღაც დაბალი დონის რგოლისთვის, რომ შემდეგ ამას  სისტემური ხასიათი მისცემოდა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები