ირაკლი ოქრუაშვილი: ვიცი, ფარულ კადრებს ვინ სად ყიდდა და ვინ სად გაიტანა

წინა ხელისუფლებას ფარული კადრები თავისთვის ჰქონდა დანაწილებული, – ამის შესახებ თავდაცვის და შს ყოფილმა მინისტრმა, ახლა კი გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „დიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, მას აქვს ინფორმაცია, ფარულ კადრებს ვინ სად ყიდდა და ვინ სად გაიტანა.
„ერთ-ერთი საკითხია – ამ ხელისუფლებას შეეძლო თუ არა აღეკვეთა ამ კადრების გადინება მას შემდეგ, რაც გადაიბარეს ხელისუფლება. ეს იყო პრაქტიკულად შეუძლებელი იმიტომ, რომ წინა ხელისუფლება არ იყო ხელისუფლება, ეს იყო გარკვეული ბანდა, რომელსაც თავისთვის ჰქონდა ეს კადრები დანაწილებული. ვიცი კიდეც, ვინ სად ყიდდა, ვინ რას სთავაზობდა, ვინ სად გაიტანა, ესეც ჩანდა. პატარა ქვეყანაა საქართველო, ბევრი ნაცნობი მყავს, ბევრი მეგობარი და არაფერი იმალება ამ ქვეყანაში. წაიღეს ახალაიებმა, წაიღეს სხვა ჯგუფებმა. ახლა უკვე ძნელი გასარკვევია, ეს საიდან მოდის, მაგრამ თუ ისევ მივუდგებით გამომძიებლის ინტუიციით, მიზანია ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა, ეს ყველაფერი კი აწყობს მას, ვინ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის. ჩემი აზრით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ჯგუფი ან მთლიანი გუნდი“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები