საგარეო უწყება თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას სოლიდარობას უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა და არაერთი ადამიანი დაშავდა, ღრმა მწუხარებას გამოხატავს.
როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას გმობს.
“საგარო საქმეთა სამინისტრო გულწრფელად უთანაგრძნობს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას და ხალხს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები