სტამბოლში ტერაქტის შედეგად უცხოეთის 12 მოქალაქე დაშავდა

სტამბოლის ცენტრში მომხდარი ტერაქტის შედეგად უცხოეთის 12 მოქალაქე დაშავდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დაშავებულთა შორის არიან ისრაელის, გერმანიის და ირანის მოქალაქეები. ბოლო ინფორმაციით, ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულია 4 და დაშავებული 36 ადამიანი. აფეთქება სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, ისტიკლილის ქუჩაზე მოხდა. ამ ქუჩაზე რამდენიმე დიპლომატიური მისიაა განთავსებული, ტერორისტი აფეთქებას სხვა, უფრო ხალხმრავალ ადგილას გეგმავდა, მაგრამ მას პოლიციამ ხელი შეუშალა. თურქეთში ბოლო დღეებში რამდენიმე ტერორისტული აქტი მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები