პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხზე დეპუტატები სამართალდამცველებს ხვდებიან
პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხზე შეხვედრა იმართება. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებს ხვდებიან.
“ჩვენ უკვე მზად გვაქვს კანონპროექტი და გვინდა, რომ მისი ინიცირება სწრაფად მოხდეს. ეს ეხება სასჯელის გამკაცრებას და, ამავე დროს, არსებულ მუხლებში, რომლებშიც ცვლილება წინა ხელისუფლების დროს შევიდა და ჩაიწერა, – რომ თუ მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა, მაშინ არის დასჯადი პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფა, – ეს იყოს ამოღებული. არავითარი მაკვალიფიცირებელი გარემოება დამატებით არ სჭირდება, თუკი ირღვევა ადამიანის ოჯახური და პირადი სივრცე”,- აღნიშნა ბესელიამ.