ლავროვმა ჩირიკბასთან და ჯიოევთან საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაცვის გაძლიერება განიხილა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიაჩესლავ ჩირიკბასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის სპეცწარმომადგენელთან, მურატ ჯიოევთან ოკუპირებულ რეგიონებსა და საქართველოს შორის ე.წ. საზღვრის გაძლიერების საკითხები განიხილა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. საუბარი შეეხო ასევე ჟენევის დისკუსიების მომავალ რაუნდს.
იმავე დღეს ჩირიკბასა და ჯიოევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი შეხვდა. ჩირიკბა და ჯიოევი ჟენევის დისკუსიებზე სოხუმს და ცხინვალს წარმოადგენენ. ჟენევაში უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიის მორიგი რაუნდი 22 – 23 მარტს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები