სტამბოლში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა (ვიდეო)

სტამბოლის ცენტრში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. ამის შესახებ გამოცემა „ინდეფენდენთი“ იუწყება.
თურქული მედიის ცნობით, აფეთქება ისტიკლალის ქუჩაზე მოხდა. ტერაქტის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ სტამბოლის პროვინციის ხელისუფლება იუწყება. ქუჩა, სადაც აფეთქება მოხდა, სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩაა და ძალიან პოპულარულია ტურისტებში. აქ მრავალი მაღაზია, ხელოვნების გალერეები და თეატრები მდებარეობს.
Istanbul-explosion-2

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები