სალაჰ აბდესლამის ბელგიიდან საფრანგეთში ექსტრადირება მოხდება

ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრი იან იამბონი მიესალმება საფრანგეთის ხელისუფლების მოთხოვნას პარიზის ტერაქტებში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის ექსტრადირების შესახებ. აბდესლამს, სავარაუდოდ, პარიზში ბრიუსელიდან გადაიყვანენ, სადაც ის 18 მარტს დააკავეს.
სალაჰ აბდესლამის ექსტრადირების თხოვნით საფრანგეთის ხელისუფლებამ ბელგიას უკვე მიმართა.
„ეს გადაწყვეტილება ბელგიის შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მიიღონ. მიმაჩნია, რომ აბდესლამის ექსტრადირება ბელგიიდან საფრანგეთში სრულიად მართლზომიერია, ვინაიდან მან ყველაზე მძიმე დანაშაული სწორედ იმ ქვეყანაში ჩაიდინა“, – განაცხადა იან იამბონმა.
სალაჰ აბდესლამის გარდა, ბელგიის პოლიციამ კიდევ ოთხი ეჭვმიტანილი დააკავა. ოპერაცია ბრიუსელის სამ რაიონში ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ პარიზის 2015 წლის 13 ნოემბრის ტერაქტების სერიის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები