სტამბოლის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა

თურქეთში, სტამბოლის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოილიციაა მობილიზებული.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ გავრცელებულა. აფეთქება ერთ-ერთ სავაჭრო ქუჩაზე მოხდა.
ცნობისთვის, თურქეთში ბოლო დღეებში ტერაქტების სერია მოხდა, მათ შორის დედაქალაქ ანკარაში. 13 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები