პუტინი ყირიმში გზის მშენებლობის შეფერხების გამო დამნაშავეებს ჩამოხრჩობით დაემუქრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირიმში ვიზიტის დროს, რომელიც ორი წლის წინ რუსეთის მიერ იყო ანექსირებული, ქერჩი-სიმფეროპოლის გზის მშენებლობის შეფერხებაში დამნაშავე პირების დასჯა მოითხოვა. შესაბამისი დავალება პუტინმა მთავრობის წევრებს მისცა.
„აუიცილებელია კონკრეტული ორგანო, საჭიროა კონკრეტული პირი, რომელიც ამ პროექტზეა პასუხისმგებელი. მე არ უნდა ვარკვევდე ამას მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინი დამნაშავე პირებს „ჩამოხრჩობით“ დაემუქრა. იგულისხმა თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა ეს, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, უცნობია. ამ სიტყვებით ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ვიცე-პრემიერ ვლადიმერ ულიუკაევს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები