გიორგი მარგველაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ როსტოვის ავიაკატასტროფის გამო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, მწუხარებას გამოთქვამს. პრეზიდენტი დაღუპულების ოჯახებს უსამძმრებს. “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ როსტოვში კომპანია flydubai-ის სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუცხადებ მათ თანადგომას ამ უმძიმეს წუთებში”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები