როსტოვში „ბოინგის“ კატასტროფის დროს დაღუპულთა სია გამოაქვეყნეს

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ დონის როსტოვში „ბოინგის“ კატასტროფის დროს დაღუპულთა სია გამოაქვეყნა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება. კატასტროფის შედეგად დაიღუპა 62 ადამიანი, მათ შორის – 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის ირინა ჩეტვერტაკოვას ცნობით, მგზავრებს შორის 18 მამაკაცი, 33 ქალი და ოთხი ბავშვი იყო.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია FlyDubai-ის თვითმფრინავი, რომელიც დუბაიდან დონის როსტოვში მიფრინავდა, რუსეთის ქალაქის აეროპორტის სიახლოვეს ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები