რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა „ბოინგის“ კატასტროფის გამო საქმე აღძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დონის როსტოვში სამგზავრო „ბოინგის“ კატასტროფასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. კატასტროფის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ მარკინის თქმით, საქმე აღძრულია მუხლით „საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვვევა, რასაც ადამიანების დაღუპვა მოჰყვა“. დანაშაუილი შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატასტროფის სავარაუდო მიზეზი, შესაძლოა, ეკიპაჟის შეცდომა და ცუდი ამინდი იყოს. ავიაკატასტროფა მოსკოვის დროით 3.40-ზე როსტოვის აეროპორტში მოხდა. ვლადიმერ მარკინის თქმით, მას შემდეგ, რაც ლაინერი მიწას შეეხო, ის ნაწილებად დაიშალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები