ტელეკომპანია „კავკასიას” წერილობითი გაფრთხილება მიეცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს “ტელეკომპანია კავკასიას” საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო წერილობითი გაფრთხილება მისცა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანიის ეთერში განთავსებული იყო მხატვრული ფილმები: „Family Man”, “Everyone says I love you”, „Fifth Element”, „Charlies Angels“, „Sherlok Holmes“, „Pirates of the Caribbean“, „Devil Wears Prada“, „Valentines Day“, „Alice in Wonderland“, „Kate and Leopold“, რომელთა ეთერში გაშვების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა შპს “ტელეკომპანია კავკასიამ” ვერ შეძლო. აღნიშნული საკითხის საჯარო სხდომაზე განხილვის შემდეგ კი კომისიამ მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „კავკასიამ” დაარღვია “ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენცია, “საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულება, “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები