გორთან ავარიაში სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა – არიან დაშავებულებიც

გორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად თავდაცვის სამინისტროს კაპრალი დაიღუპა. „კვირას“ ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ხუთი მგზავრი დაშავდა, რომლებიც გორის საავადმყოფოში მოათავსეს. სამხედრო მოსამსახურე ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების ინფორმაციით, ის უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, თავდაცვის სამინისტროს მე-5 ბრიგადის კაპრალი ს.ვ. შვებულებაში იმყოფებოდა და სოფელ რუისში მიემგზავრებოდა.
„41 წლის ს.ვ. მე-5 ბრიგადის კაპრალი იყო. ის შვებულებაში იმყოფებოდა და სახლში, სოფელ რუისში მიემგზავრებოდა. უბედური შემთხვევა სწორედ ამ დროს მოხდა“, – განუცხადეს „ კვირას“ თავდაცვის სამინისტროში.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები