გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გარდაიცვალა

გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გიდო ვესტერველე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ვესტერველე კიოლნის საუნივერსიტეტო კლინიკაში ლეიკემიის მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ავადმყოფობის შესახებ 2014 წლის ზაფხულში გახდა ცნობილი. გიდო ვესტერველე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2009 – 2011 წლებში იკავებდა. 2001 – 2011 წლებში ის გერმანიის „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე იყო. ვესტერველე ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღალჩინოსანი იყო, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები