პარლამენტმა ქორწინების შესახებ ცვლილებაზე კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მომუშავე კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხს ხმა 81-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი არცერთი ყოფილა.
წინასწარი ინფორმაციით, კომისიის წევრები არიან შემდეგი დეპუტატები: მანანა კობახიძე, გუბაზ სანიკიძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, გიგა ბუკია, გოჩა ენუქიძე, კახა ოქრიაშვილი, გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, კინორეჟისორი მერაბ თავაძე და თსუ-ს კონსტიტუციური სამართლის პროფესორი ნანა ჭიღლაძე.
შეგახსენებთ, რომ ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა.