თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის ბაგა-ბაღებში არსებულ ვითარებას აპროტესტებდნენ. მათივე განმარტებით, პედაგოგების დანიშვნა ბაღებში პოლიტიკური ნიშნით ხდება.
გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ირაკლი აბესაძესა და უმრავლესობის წარმომადგენელ ია მაკასარაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა პარტიას ხელისუფლებაში მათი ყოფნის პერიოდი შეახსენეს და განაცხადეს, რომ ბაგა-ბაღებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყნება სწორედ 2012 წლამდე ხდებოდა.