გია ვოლსკი თამაზ მეჭიაურს მიმართავს – ეს განცხადება იყო არაკორექტული, არ ეკადრება პოლიტიკოსს

„ეს განცხადება იყო არაკორექტული“, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თანაპარტიელ თამაზ მეჭიაურის განცხადა. ამასთანავე, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პოპულისტური განცხადებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.
,,ეს განცხადება იყო არაკორექტული, უპირისპირდება იმ პოლიტიკას, რაც სახელმწიფოს აქვს. არის ემოციურ ფონზე წამოძახილი, რომელიც არ ეკადრება მაღალ დონეზე მყოფ პოლიტიკოსს. არ არის ქვეყნისთვის საჭირო ასეთი განცხადებების კეთება ასეთ დროს. პირიქით, საზოგადოებას უნდა მოვუწოდოთ სწორედ იმისკენ, რომ ზედმიწევნით ჩვენი არათუ მარტო კანონით, ტრადიციით დამკვიდრებული ტოლერანტობა, დათმობა, ურთიერთსიყვარული და კანონის უზენაესობა გავითვალისწინოთ, რა ლოზუნგითაც ,,ქართული ოცნება” მოვიდა და არის ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს და თავი დაანებოს პოპულისტური განცხადების გაკეთებას,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა დღეს “ცინიკურად” შეაფასა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ორგანიზაცია “იდენტობის” მიერ გამართული აქცია. “უბრალოდ ცინიკურია, როცა ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია – იმ ქალაქიდან, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქედან ,,გაპიდარასტებას” იწყებენ ზოგიერთები”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები