თამარ სანიკიძე – ლადო პაპავას საკითხის განხილვას აკადემიური საბჭო გვერდს ვერ აუვლის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თსუ-ში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, აკადემიურმა საბჭომ მისი მოვალეობა შეასრულოს.
მისივე განმარტებით, უნივერსიტეტის რექტორის, ლადო პაპავას საკითხის განხილვას აკადემიური საბჭო გვერდს ვერ აუვლის.
„ჩვენ ვნახეთ, რა პროცესები წარიმართა. ჩვენ ვნახეთ, ამ პროცესებში როგორ მონაწილეობდა აკადემიური საბჭო, რექტორი, რას აკეთებდნენ სტუდენტები, როგორი იყო სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა. ვფიქრობ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, აკადემიურმა საბჭომ თავისი ფუნქცია ძალიან კარგად შეასრულოს. განიხილოს ყველა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რადგან მართლა არ იყო უნივერსიტეტში კარგი მდგომარეობა. თუ დაგვავიწყდება, გუშინ და გუშინწინ რა ხდებოდა, ეს ძალიან ცუდი იქნება. პირდაპირ ვამბობ, ამას მხარს ნამდვილად ვერ დავუჭერთ”, – განაცხადა სანიკიძემ.
რაც შეეხება სტუდენტთა ერთი ნაწილის მოთხოვნას, რომელთაც სამინისტროს ვადას 16 აპრილამდე მისცეს, მინისტრის შეფასებით, მუქარა აბსოლუტურად უადგილოა, თუ საუბარია გამოსასწორებელ პრობლემებზე. “რამდენი დროც დასჭირდება ამ პრობლემების მოგვარებას, იმდენი უნდა დავუთმოთ, რადგან ნახევრად მოგვარებული პრობლემა, ვფიქრობ, არცერთი მხარისთვის არ უნდა იყოს მისაღები”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები