დავით ბერძენიშვილი: მოვერიდოთ ერთმანეთის პირდაპირ შეგულიანებას და, მით უმეტეს – მხილებას

„მოვერიდოთ ერთმანეთის პირდაპირ ან არაპირდაპირ შეგულიანებას და მით უმეტეს – მხილებას“, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, “რესპუბლიკელმა” დავით ბერძენიშვილმა კოლეგებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ.
ბერძენიშვილის განმარტებით, საქართველოს პარლამენტში 150 ადამიანი არის შეთანხმებული იმაში, რაც დღეს საქართველოს კანონმდებლობაში არის ასახული, რომ ქორწინება არის ქალის და კაცი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.
“მე არცერთი დეპუტატისგან, საჯაროდ, ამ ჩანაწერის რაიმე სხვა ინტერპრეტაცია არ გამიგონია. აქ არის სხვაობა იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩაიწეროს ეს კონსტიტუციაში, ნებით თუ უნებლიეთ, რბილი ძალის მიერ იქნება გამოყენებული, თუ ვერ იქნება, ინიცირება ამ საკითხს გადაფარავს თუ ვერა და ა.შ. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, იმის მიუხედავად, ტაქტიკაში ვის რა სხვაობები გვაქვს, მოვერიდოთ ერთმანეთის პირდაპირ ან არაპირდაპირ შეგულიანებას და მით უმეტეს – მხილებას. მე ძალიან მშვიდად ვუყურებ თითოეული დეპუტატის უფლებას, საკუთარ სიმართლეში იყოს დარწმუნებული “, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები