ირაკლი ალასანია: რუსეთის მხრიდან თითის ქნევას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბარში, საქართველოს მხრიდან ანტირუსული რიტორიკის გაძლიერების თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჰყვეს რუსეთის მხრიდან თითის ქნევას.
მისივე განმარტებით, რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში ყველა იმ კარტის გათამაშება დაიწყო, რაც არჩევნების წინ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას უკავშირდება.
“არავითარ შემთხვევაში, არც საზოგადოება და არც ხელისუფლება ამ თითის ქნევას და მუქარას არ უნდა ავყვეთ. უნდა გავაგრძელოთ ძალიან ცივი გონებით, ნაბიჯების გადადგმა იქითკენ, რომ გავიმყაროთ საერთაშორისო მხარდაჭერა, გაგრძელდეს არაღიარების პოლიტიკა და რუსეთთან ურთიერთობაში ამან სააკაშვილის დროინდელ ისტერიკაში არ უნდა გადაგვაგდოს. ცივი გონებით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობების უკვე სახალხო დიპლომატიურ და სავაჭრო დონეზე აღდგენა აფხაზებთან და ცხინვალის რეგიონის ოსურ მოსახლეობასთან”, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები