ირაკლი ოქრუაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა

გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლად საქართველოს შს-ს და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაინიშნა, – ამის შესახებ „კვირას“ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, ილია მეტრეველმა განუცხადა.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას ილია მეტრეველმა აღნიშნა, ოქრუაშვილის დანიშვნის ბრძანებას მან რამდენიმე წუთის წინ მოაწერა ხელი.
„ირაკლი ოქრუაშვილის დანიშვნას რამდენიმე წუთის მოვაწერე ხელი. იგი საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციაზე დაინიშნა და ორშაბათიდან სამსახურში გამოცხადდება“, – აღნიშნა ილია მეტრეველმა.
რაც შეეხება გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს, ნათია ომაძეს, როგორც მეტრეველმა აღნიშნა, ის რჩება თანაშემწის პოზიციაზე. ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწე გია აფციაური, მეტრეველის განმარტებით, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკრებულოს ერთ-ერთ კომისიაშია გადაყვანილი და მუშაობას იქ გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები