ლეონიდ თიბილოვი – რუსეთის მოკავშირის სტატუსი სამხრეთ ოსეთისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ნიშნავს
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, რუსეთის მოკავშირის სტატუსი სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალ დონეს ნიშნავს, რადგან პატარა ქვეყანას საკუთარი თავის დაცვა მხოლოდ ძლიერ მოკავშირესთან ერთად შეუძლია, – განცხადება ამის შესახებ მან ე.წ გამოცემა “კომერსანტთან” ინტერვიუში გააკეთა.
“ორი ათწლეულის მანძილზე სამხრეთ ოსეთი ან ომის, ან საქართველოს მხრიდან მორიგი აგრესიის მოლოდინში ცხოვრობდა. რუსეთის მოკავშირის სტატუსი კი ხარისხობრივად უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და თანამშრომლობის ახალ დონეს ნიშნავს”, – აღნიშნა თიბილოვმა.