ქეთევან ციხელაშვილი: ენგურზე ე.წ. გამშვები პუნქტების შემცირების გადაწყვეტილება მიუღებელია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ენგურზე ე.წ. გამშვები პუნქტების შემცირების გადაწყვეტილება მიუღებელია. მისივე განმარტებით, ამ გადაწყვეტილების შესახებ დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განცხადება გუშინ გაკეთდა.
“კარგა ხანია, ამ საკითხით მიდიოდა სპეკულირება. ჩვენი ინფორმაციით, დღესდღეობით ადგილზე ვითარება არ შეცვლილა, თუმცა ეს ძალიან შემაშფოთებელია, თუ ის განხორციელდა. მომდევნო კვირას ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი გაიმართება და მე იმედს ვიტოვებ, რომ გარკვეულ გამოსავალს ვიპოვით და ასეთი შემზღუდავი ნორმა არ ამოქმედდება”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, თუ ეს შემზღუდავი ნორმა ამოქმედდება, ეს იქნება ცალსახად მიმართული ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და არა მათ დასაცავად. “აბსოლუტურად მიუღებელია, შემაშფოთებელია და ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს არ განხორციელდეს და გამოსავალი კონსტრუქციულ რეჟიმში მოვძებნოთ”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები