უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ანა დოლიძის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრიან

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა დოლიძის განდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსაზმართლედ პარლამენტი დღეს უყრის კენჭს. გავრცელებული ინფორმაციით, დოლიძის კანდიდატურაზე დეპუტატებმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უკვე იმსჯელეს და მას მხარიც დაუჭირეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” დოლიძისთვის მხარის დაჭერას არ გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ იმ ადგილზეა წარდგენილი, სადაც ვაკანტური ადგილი ლევან მურუსიძის უზენაესი სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში გადასვლის შემდეგ გაჩნდა. მურუსიძეს უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ უფლებამოსილების 10-წლიანი ვადაც ეწურებოდა. პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს ახალ წევრად ანა დოლიძის კანდიდატურა წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები