ჩირიკბა ჟენევის ფორმატს დადებითად აფასებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ მას სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიები საკმაოდ სასარგებლო მოვლენად მიაჩნია.
„მე უაზრობად არ მიმაჩნია ჟენევის დისკუსიების ჩატარება. აქ ხვდებიან საქართველოს, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, რუსეთის, აშშ-ს, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები. უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებზე აზრთა ურთიერთგაცვლა ხდება. საერთაშორისო მოთამაშეები კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარის პოზიციებს პირდაპირ ეცნობიან“, – განაცადა ჩირიკბამ.
„ჟენევის ფორმატში საკმაოდ ბევრი პრობლემის მიუხედავად, სხვა ფორმატი ჩვენ დღეს არა გვაქვს. ამიტომ ჩვენი მიზანია – მისი მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება“, – განაცხადა ჩირიკბამ.