სასამართლოში ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე და ინგა ჩატოიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულების, ნიკოლოზ ხაჭაპურიძისა და ინგა ჩატოიანის პროცესის დაწყებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში ინციდენტი მოხდა. ბრალდებული ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე და ინგა ჩატოიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერ დაპირისპირებას თან მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლაც ახლდა.
ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლის განცხადებით, ინგა ჩატოიანი არის პროკურატურის ცრუ მოწმე, რომლის ცრუ ჩვენებების საფუძველზეც მისი მეუღლე არის დაკავებული. შეგახსენებთ, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე სულ 5 პირია ბრალდებული, აქედან ორს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.