“ლუკოილი” ყველა ტიპის საწვავის ფასს 4 თეთრით აიაფებს

ხვალიდან, “ლუკოილის” ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 4 თეთრით დაიკლებს.
“ლუკოილის” ქსელში საწვავის ასეთი ფასები იმოქმედებს: სუპერი – 1.65; პრემიუმ ავანგარდი – 1.55; ევრო რეგულარი – 1. 35; ევრო დიზელი – 1,35.
საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქსელი „ლუკოილ ჯორჯიას“ აქვს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ლუკოილის საწვავი ბულგარეთისა და რუმინეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებიდან შემოაქვს.
აღნიშნული კომპანია 2002 წლის მარტიდან ამოქმედდა და მას შემდეგ მიზანდასახულად აფართოებს სამომხმარებლო და კორპორაციულ ბაზრებზე საქმიანობას.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები