ჰიპერმარკეტში „გუდვილი“ ხანძარი ლიკვიდირებულია (ფოტოკოლაჟი)
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე–მაშველებმა ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ გაჩენილი ხანძარი ოპერატიულად ჩააქრეს.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შეტყობინება შევიდა. შეტყობინების თანახმად, ჰიპერმარკეტში „გუდვილი“ ძლიერი დაკვამლიანება იყო და ერთ-ერთი მაღაზიის სახურავი იწვოდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ.
ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა შენობაში მყოფი მოქალაქეების დროული ევაკუაცია და ხანძრის ლიკვიდირება მოახდინეს.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო 18 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი.