“გუდვილი” განცხადებას ავრცელებს

ჰიპერმარკეტების ქსელი “გუდვილი” დღეს მომხდარ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც “გუდვილში” აცხადებენ, კომპანია მუშაობას ხვალ 18:00 საათიდან განაგრძობს.
დღეს 12:00 საათისთვის ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრის შენობაში, სადაც განთავსებულია „გუდვილის“ ერთ-ერთი ფილიალი, გაჩნდა ხანძარი, საბედნიეროდ, ცეცხლს „გუდვილის“ ფართში არ შეუღწევია.
ტერიტორიიდან მომხმარებლების და მომუშავე პერსონალის ევაკუაცია დროულად განხორციელდა და მათგან არავინ დაშავებულა.
ხანძრის სრულად ჩაქრობა ოპერატიულად განხორციელდა.
კომპანია „გუდვილი“ დიდ მადლობას უხდის მომხმარებელს მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის, ასევე კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს უსწრაფესი რეაგირებისათვის. განსაკუთრებული მადლობა სახანძრო და სამაშველო სამსახურს თავდაუზოგავი და პროფესიონალური მუშაობისთვის, რომელთაც შეძლეს ინციდენტის უსწრაფესად აღმოფხვრა.
„გუდვილი“ ხვალ, 18:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას და ელის თავის მომხმარებელს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები