ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ქალაქებში ტრადიციული ირანული მუსიკის ფესტივალი გაიმართება
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით და ირან-საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, 21-25 მარტს ტრადიციული ირანული მუსიკის ფესტივალს გამართავს.
ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, სპეციალურად ფესტივალისთვის ირანიდან მოწვეულია ჯგუფი “თორანგი”, რომელიც წლების განმავლობაში პოპულარიზაციას უწევს ტრადიციულ ირანულ მუსიკას. ჯგუფის წევრები არიან: ალირეზა აჰმადი ხათირ (თარი-tar) -ჯგუფის ხელმძღვანელი, მოჰამად მეჰდი ნათეყი (ვოკალისტი), სამან ნოურუზიანი (ქამანჩა – kamancheh), ჰოსეინ მორშედფური (თონბაქი-tombak), მეჰდი ებრაჰიმი (ნეი-ney). ჯგუფი „თორანგი“ თბილისში, 23 მარტს რამდენიმე კონცერტს გამართავს. ფესტივალი ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ცნობილი მუშტაიდის სასახლის დეკორის ფონზე გაიმართება. ჯგუფი ფესტივალის ფარგლებში ასევე ეწვევა ქუთაისს (24 მარტი) და ბათუმს (25 მარტი).