17 მარტიდან ენგურის ხიდზე 2 ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიხურა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდზე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების რაოდენობა შემცირდება. ორი პუნქტი საფეხმავლო მოძრაობისთვის დაიხურება. შესაბამისი გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.
როგორც სააგენტო „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წარმომადგენელმა ლაშა ცაავამ განუცხადა, ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მთლიანად დაიხურა, ხოლო მეორე – საფეხმავლო მოძრაობისთვის. მთლიანად ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ე.წ. საზღვარზე ექვსი საკონტროლო-გამშვები პუნქტი არის გახსნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები