არჩილ თალაკვაძე პატრულ-ინსპექტორის მიერ ჩატარებულ ინტერაქტიულ გაკვეთილს დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, საქართველოში ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი კორტნი ე. ოსტრიანი და აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ხელმძღვანელი ტრეისი ნიუველი თბილისის 176-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, სტუმრები სპეციალურად გადამზადებული პატრულ-ინსპექტორის მიერ უმცროსკლასელებთან ჩატარებულ ინტერაქტიულ გაკვეთილს დაესწრნენ. აღნიშნული გაკვეთილი შინაგან საქმეთა სამინიტროს პროგრამის „ბავშვები, პოლიციელები და უსაფრთხოება” ფარგლებში ჩატარდა.
თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობის დროს მოსწავლეებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს.
პროგრამის მიზანია საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია. პროექტს შინაგან საქმეთა სამინისტრო „საზოგადოების ჩართულობის და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“ (GE CALL-ს) ფარგლებში, INL-ის ფინანსური მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია PH International-თან თანამშრომლობით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები