ჩუღურეთის რაიონში საყრდენი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. დოქის ქ. N9 -ში, ართვინის ქუჩის პირველ ჩიხსა და დავითაშვილის ქ. N40ა-ში მიმდინარეობს საყრდენი კედლის ხიმინჯების მოწყობა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამივე ობიექტზე მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი ჩაისხმება. ჩუღურეთის რაიონში, ამ ეტაპზე, 8 მისამართზე გრუნტის დამჭერის საყრდნის კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები ჩუღურეთის გამგეობამ 400 ათასი ლარით დააფინანსა. 2016 წლის ბოლოსთვის, ჩუღურეთის რაიონში საყრდენი კედლის მოწყობა 25 მისამართზე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები