“რუსეთმა პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”

თუკი ჩვენს მეზობელს ჩვენთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემის პრინციპს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მთელმა მსოფლიომ, ცივილიზებულმა სამყარომ და მსოფლიოს თანამეგობრობამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველომ, დაწყებული 2012 წლიდან, გადადგა ძალიან სერიოზული, კონსტრუქციული ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართულებით.
“ყოველთვის, ამ ურთიერთობის ნორმალიზაციის კონტექსტში, ჩვენ ვეფუძნებოდით უმთავრეს პრინციპს და ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემა. ასე იქნება მომავალში. თუკი ჩვენს მეზობელს ჩვენთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, რა თქმა უნდა, ყველამ პატივი უნდა სცეს ამ ძირითად პრინციპს. ამ პრინციპისგან უკან დახევა არ იქნება, ისევე როგორც იმისგან, რომ საქართველოს აქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული თავისი საგარეო ფაქტორი და ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ყველა მთავრობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების არჩეულია, პატივს სცემს ამ არჩევანს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები