ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ დროს როდესაც მედია დამოუკიდებელი, ან ოპოზიციური აზრის გამავრცელებელი იყო, ხდებოდა ამ მედიის ხელში ჩაგდება

„როდესაც მედია დამოუკიდებელი, ან ოპოზიციური აზრის გამავრცელებელი იყო, არამარტო ამ მედიის ხელში ჩაგდება ხდებოდა, თუ ბიზნესი აფინანსებდა ამ მედიას, ის ბიზნესიც განადგურებული უნდა ყოფილიყო,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ტელეკომპანია „იმედის“ დარბევასთან დაკავშირებით ირაკლი რუხაძის დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„იმედის“ დარბევასთან დაკავშირებულ ქეისზე იქნება ბატონი ირაკლი რუხაძე მოწვეული [კომისიის სხდომაზე]. როდესაც მედია დამოუკიდებელი, ან ოპოზიციური აზრის გამავრცელებელი იყო, [„ნაციონალური მოძრაობის“ დროს] არამარტო ამ მედიის ხელში ჩაგდება ხდებოდა, თუ ბიზნესი აფინანსებდა ამ მედიას, ის ბიზნესიც განადგურებული და დამორჩილებული უნდა ყოფილიყო. ამას უნდა მიეცეს როგორც პოლიტიკური შეფასების ხასიათი, ასევე სამართლებრივი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ირაკლი რუხაძე დღეს „იმედის“ დარბევასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები