ვახტანგ ჩოჩია: მნიშვნელოვანია ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის არსებობდეს კულტურული გადაკვეთის წერტილები
„თეა ახვლედიანი პარლამენტში ისაუბრებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის არსებობდეს გარკვეული კულტურული გადაკვეთის წერტილები, რომელიც ცხადია ხელს შეუწყობს ჩვენს დაახლოებას,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი, ვახტანგ ჩოჩია აცხადებს.
„პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებითი კომისიის სხდომაზე სიტყვით წარდგება, მინისტრი თეა ახვლედიანი. ის ისაუბრებს ახალგაზრდების ჩართულობაზე სამშვიდობო პროცესებში. ისაუბრებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის არსებობდეს გარკვეული კულტურული გადაკვეთის წერტილები, რომელიც ცხადია ხელს შეუწყობს ჩვენს დაახლოებას, რაც საწინდარია იმ შერიგების, რომელზეც „ქართული ოცნება“ საუბრობს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან“, – აღნიშნა ჩოჩიამ.
ცნობისთვის, პარლამენტში დღეს თეა ახვლედიანს მოუსმენენ.