ლავროვი და ჩირიკბა აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების საკითხს განიხილავენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩელსავ ჩირიკბა მოსკოვში აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების საკითხს განიხილავენ.
სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნება ასევე „აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პოზიციების გამყარების საკითხები“.
ამის შესახებ ჩირიკბამ რუსულ მედიას განუცხადა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის ვიზიტი მოსკოვში 17 და 18 მარტს გაიმართება. ჩირიკბა აცხადებს, რომ გასული წლის მარტში რუსეთის ფედერაციის და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ამით, ჩირიკბას თქმით, მისი და ლავროვის უწყებებს შორის მუდმივმოქმედი ინფორმაციის გაცვლის და კონსულტაციების ქმედითი მექანიზმი შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები