„ლადო პაპავამ თანამდებობა უნდა დატოვოს“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წევრი, ადვოკატი ლექსო კობაიძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
კობაიძის განმარტებით, რექტორი ლადო პაპავა თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
„ესკალაცია რომ თავიდან იქნეს აცილებული, ბატონმა პაპავამ თანამდებობა უნდა დატოვოს. ამ ადამიანს არ შესწევს უნარი, რომ რექტორის უშუალო ჩარევით აკადემიურმა საბჭომ სიტუაცია დაალაგოს. ეს ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ სკამს უფრთხილდება. აღნიშნული პროცესები, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურია, იმ ადამიანებს, რომლებიც თვითმმართველობაში არიან, სრული კომფფორტი შეუქმნა პაპავამ. თვითმმართველობაში არიან ადამიანები, რომელთაც წინა ხელისუფლება ბრმა იარაღად იყენებდა თავისუფალი სტუდენტების წინააღმდეგ. არა მარტო პაპავამ უნდა დატოვოს თანამდებობა, არამედ კარგი იქნება, თუ მასთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრიც გადადგება, რადგან სწორედ აქედან იმართებიან ეს ახალგაზრდები“,- განაცხადა კობაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები