ოთარ დანელია სოფელ დუისს ეწვია და მოსახლეობას შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სოფელ დუისში პანკისის ხეობაში მცხოვრებ ფერმერებს, ქალთა სათემო ორგანიზაციის წევრებს და ახალგაზრდებს შეხვდა.
აღნიშნულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის ხელშეწყობისთვის ახორციელებს. ოთარ დანელიამ პანკისის ხეობის მოსახლეობას სამინისტროს საქმიანობის ანგარიშიც წარუდგინა და განხორციელებული პროექტების შედეგები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები