გიორგი მარგველაშვილი – ჩემს საზოგადოებას არავის დავატერორებინებ!

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ ეხმაურება ფარული ჩანაწერების თემას და აცხადებს, რომ „მის საზოგადოებას ის არავის დაატერორებინებს“. მისივე განცხადებით, ის დიდი ხანია, გამოძიებას თვალ-ყურს ადევნებს. მარგველაშვილის განცხადებით, მსგავსი ჩანაწერების გავრცელება სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე თავდასხმის ტოლფასია.
“რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს გამოძიებას. ვურთიერთობთ სამართალდამცავ ორგანოებთან. მოგახსენებათ, რომ ამ თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე უაღრესად სერიოზულად აღვიქვამ. ეს არ არის მხოლოდ კერძო პირების მიმართ ჩადენილი დანაშაული. ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა. ამასთან, პრეზიდენტმა მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნაც შეაფასა.
მისი თქმით, დასანანია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა კრიტიკულია. “მე არ მგონია, რომ ამ კრიტიკულმა მიდგომამ და დასკვნამაც კი ეჭვქვეშ დააყენოს ქართული სახელმწიფოებრიობისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი – არჩევნები, რაც ქვეყნის პოლიტიკური ლეგიტიმაციის ყველაზე კარგი გამოხატულებაა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები