სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი ესტონეთის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მინდია ჯანელიძე ესტონეთის ელჩს საქართველოში, პრიიტ ტურკსა და ესტონეთის სამხედრო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ კულდარ კესკულას შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს კიბერუსაფრთხოების თემებზე, ამ მიმართულებით, ესტონეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე და დაგეგმილ თანამშრომლობაზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის მდივნის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის უფროსი გიორგი სვანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები